ინტელის პროგრამა
პროექტებით სწავლება
გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.ვისაუბრეთ პროექტების სწავლების მნიშვნელობაზე,სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვასა და მოსწავლეთასწავლის ხელშეწყობაში,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.გავეცანით პორტფელიოს კომპონენტებს,სტატიის მომზადებას პროექტებით სწავლების მეთოდით;ჩამოვაყალიბეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები.
დავიწყეთ მე-2 მოდულის სწავლება-სასწავლო პროექტების დაგეგმვა,გავიგეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტები,შევიმუშაოთ ამოცანები;გავეცანით სასწავლო სტანდარტებისა და მიზნების რუკას,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები.
მეხუთე დღეს შევისწავლეთ ვებური ტექნოლოგიები, კოლაბორაცია, დოკუმენტების გაზიარება, ვიკი სატზე მუშაობა, ონლაინგამოკითხვების მომზადება, ინტერნეტიდან ვიდეოფაილების ჩამოწერა, საავტორი უფლებების დაცვა, გავეცანით პრეზენტაციას.
შევისწავლეთ სასწავლო პროექტების ნიმუშების ნშექმნა, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, დავგეგმეთ მოსწავლის პროექტები, მისი განხორციელების გზები, გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.
შევისწავლეთ მეექვსე მოდულის საკითხები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება; განვიხილეთ, როგორ ხდება თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში; გავეცანით დეფერენცირებული სწავლების მიდგომებს, ჩამოვტვირთეთ რუბრიკები მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგზე,განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებზე და ა.შ.გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესში ეფექტურად, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნოლოგია, სასწავლო პროექტის განხორციელების ნაბიჯები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტს, შევაფასეთ სასწავლო პროექტების პორტფოლიოები.შევქმენით ვებრესურსები, მასალები. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.
შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა ინტელის პროგრამის ფარგლებში, რეფლექსია გავაკეთეთ ჩვენს ბლოგზე, წარმოვადგინეთ პორტფოლიოები, შევაფასეთ. ავტვირთეთ შექმნილი მასალები ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე.
ამ პროგრამამ მომცა მეტი ცოდნა პროექტების შექმნისა და ტექნოლოგიებით სწავლების პროცესში, გავეცანი დეტალურად პროექტების შექმნის ნაბიჯებს. ინტელის პროგრამის რესურსი ძალიან დამეხმარება მომავალში სწავლის შედეგების და საკუთარი ნამუშევრის ეფექტურად გამოყენებაში. იგი მაძლევს საზოგადოების ჩართულობის მეტ შესაძლებლობას, რაც მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.